სენაკში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ თეკლათის მონაკვეთთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა , როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცაცები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.