STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი მცირეწლოვნის დედა პოლიციამ დაკითხა

ზუგდიდში ბუკიას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანის დედა ქ.ბ-ს პოლიციამ დაკითხა. ის ხანძრის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. გარდაცვლილი ბავშვების დედა ქობულეთიდანაა, მამა კი მსჯავდებულია. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვები ადრე სახელმწიფო პროგრამით, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ.

ფაქტს პოლიცია იძიებს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულზე წუხელ გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის დროს ბინაში 4 არასრულწლოვანი მარტო იმყოფებოდა. უფროსი და-ძმის გადარჩენა მოხერხდა, 6 წლის ტყუპები კი რომლებიც ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდენ დაიღუპნენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალური ვერსია უცნობია. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ თანხის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგია გამორთული ქონდათ, ასევე არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი აირი. სავარაუდო მიზეზად სანთელი სახელდება, რომელიც ბავშვებს დაძინებამდე დარჩათ.

საქმეში ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოც. სააგენტოს წარმომადგენლები უკვე შეხვდენენ მცირეწლოვნებს. ამ დროისთვის, მოზარდები ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს. ექიმების ინფორმაციით, პაციენებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი