15 აგვისტოს მესტიაში კალის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ხალდე „ხალდეობა“ აღინიშნება.
„15:00 საათზე ღონისძიება გაიხსნება მესტიის ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს“ კონცერტით, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პოეტები და მხატვრული კითხვის ოსტატები წარმოგვიდგენენ პოეზიას საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიების ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი იქნება სვანური კუთხე და სვანური სამზარეულო, რომლის დაგემოვნების საშუალება უფასოდ ექნება ღონისძიების ყველა ვიზიტორს.“ – ნათქვამია მესტიის მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
ხალდეს აჯანყებიდან 148 წელი გავიდა – მესტიაში ხალდეობის სახალხო დღესასწაული 2021 წელს დაფუძნდა. სვანეთში მომხდარი აჯანყება მიმართული იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. ცოცხლად გადარჩენილი აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა.