STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

რა გამოცდილება აქვს ანაკლიის პორტის მშენებელ ბელგიურ კომპანიას

ანაკლიის პორტის მშენებლელი კომპანიას სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ინფორმაციას ბელგიური კომპანია Jan De Nul Group გამოცდილების შესახებ ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.

„საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია Jan De Nul Group – 1938 წელს დაარსდა. კომპანია საერთო ჯამში 7 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მათი წლიური ბრუნვა 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს.

Jan De Nul Group-ის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი გამოცდილება ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ძირითადი ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.

„იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ არის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებული ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali – დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელიც დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის თანამშრომლობა შედგება მხოლოდ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია კომპანია „იან დე ნული“, რომელიც ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, საუკეთესოდ მიიჩნია. შესაბამისად, კომპანიას აგვისტოს თვის დასაწყისში გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაც აგვისტოს თვის ბოლომდე დასრულდება.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს“ – აღნიშნულია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი