ზუგდიდში Max Fight- ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე გამართულ შეჯიბრში 5 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება სამგზის მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
კიკბოქსინგსა და MMA-ში გამართულ ბრძოლებს ვიცე-პრემიერი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.