STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ოკუპირებულ ოტობაიაში 70 წლამდე ძმები დააკავეს

ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

დაკავებულები 70 წლამდე ძმები არიან. ისინი ოტობაიაში საკუთარ სახლში აიყვანეს. აფხაზური მედიის ცნობით, მათი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო იარაღები. დაკავებულები სოხუმის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს, ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების ფულის სანაცვლოდ გადაყვანას ედავება. საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი