არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები პოლიტიკურ აქტივობებს რეგიონებშიც იწყებენ,რამოდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში გაიხსნა „კოლიცია ცვლილებებისთვის“ ოფისი, სადაც თბილისიდან პარტიის ლიდერებთან ერთად, ჩამოსულები იყვნენ პარტიის აქტივისტები, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება ჩხოროწყუში მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოლიციას გიგა ლემონჯავა წარადგენს. გიგა ლემონჯავა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრის და ფოთის ყოფილი მერის ვახტანგ ლემონჯავას შვილია, ლემოჯავებს არაერთი გახმაურებული საქმეები უკავშირდებათ ჩხოროწყუსა და ფოთში.
გიგა ლემონჯავა მისი პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, ჩხოროწყუში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ლემონჯავას ამ ვიდეო მიმართვას ჩხოროწყუელების ნაწილი კომენტარებში სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს, თუმცა კომენტარების უმეტესობა, როგორც ავტორები განმარტავენ იშლება.
„სისხლიანი პურით გაზრდილები მორალს ვერ წაგვიკითხავენ. დანარჩენები მობრძანდით – კი ბატონო! ასე ეხმაურება ლემონჯავას განცხადებას“ კონსერვატიული მოძრაობის წევრი ლევან მამფორია.
ლემონჯავებს არაერთი გახმაურებული საქმები უკავშირდება სამეგრელოში, საზოგადოებისთვის ცნობილია ვახტანგ ლემონჯავას და ახალაიების ურთიერთობა. ის რეგიონში, ახალაიების გუნდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო.
ლემონჯავებს ბიზნესის შევიწროვებაში და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა ფოთელი ბიზნესმენი, აგრარული ბაზრის შპს „კოლხი 21“-ის მეპატრონე ნოდარ კორსანტია, მისი განცხადებით, ლემონჯავა ფოთის მერობის პერიოდში ცდილობდა მის შევიწროებას და ქონების დაუფლებას.
Humanrights.ge-სთან საუბარში კორსანტია ამობს რომ: სააკაშვილისათვის საჩვენებელ შენობას რომ გვაშენებინებდა ძალით, იცით, რას გვეუბნებოდა? თქვენ თუ არ ააშენებთ, სხვა ააშენებსო! რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის – შენ ძალიან დიდი ქონება გაქვსო. სულ მავიწროვებდა და ცდილობდა ჩემს გაკოტრებას. აქ შემოსავალზე არ იყო საუბარი. ქონებაზე იყო საუბარი, იმიტომ, რომ ეს დღესაა წამგებიანი ბიზნესი, თორემ მოვა დრო (და ეს დრო მგონი დგება), ჩემი ობიექტი მომგებიანი გახდება“. ყვებოდა კორსანტია.
კორსანტია იხსენებს, როგორ წავიდა მისი ბიზნესი გაკოტრებისკენ. მისი თქმით, ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობა თავად უთითებდა სადამსჯელო ორგანოებს, ვისგან შეიძლებოდა ფულის „გამოძალვა“ და ამ გზით ბიუჯეტის შევსება: „გაკოტრების პირას მისულს რაღაც სრულიად უაზრო მშენებლობის დაწყებაც დამავალეს. ისედაც სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი მქონდა, რომლის მეორე და მესამე სართულები ცარიელია და ლემონჯავა მაძალებდა, კიდევ ახალი სამსართულიანი შენობის აშენებას მხოლოდ იმისთვის, რომ პრეზიდენტს ფოთში გამოვლის ან გადმოფრენის იშვიათ შემთხვევაში გაკეთებული ფასადი, ან მაინცდამაინც წითელი სახურავი ენახა. იძულებული გავხდი, ლემონჯავას კაპრიზი შემესრულებინა. სააკაშვილი კი გამუდმებით ბიზნესის ხელშეწყობაზე ლაპარაკობდა. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. თავის დროზე რუსეთში წარმატებით დავიწყე ბიზნესი, როცა სააკაშვილმა ყველა ქართველ ბიზნესმენს დაბრუნებისკენ მოუწოდა. მეც დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ რა სიტუაციაც შეიქმნა აქ ბიზნესის კუთხით, უკვე მთელმა საქართველომ იცის“ – ყვებოდა მაშინ ბიზნესმენი.
ლემონჯავას სახელი ფოთში ავტოფარეხების დანგრევასთანაც ასოცირდება. კერძო საკუთრების ხელყოფისასთან დაკავშირებით მოქალაქეები ღიად საუბრობდნენ.
ლემონჯავას მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში ასობით ჰექტარი მიწის მოსახლებისთვის წართმევა და შემდეგ ამ მიწების უცხოელებზე გასხვისებასაც ედავებოდნენ, 2012 წლის არჩევნებზე ენმ-ს მაშინდელ კანდიდატს ისიც გაახსენეს, რომ ლესიჭინეში, რუსთაველის ჩაის ფაბრიკის ჯარდად გაყიდვა მოახდინა.
არქივი