ხობის მუნიციპალტეტის სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. დაჭრილია 65 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. როგორც ცნობილია, შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.