STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები კულტურა მთავარი ამბები

30-31 აგვისტოს ფოთში ზაფხულის ზღვისპირა საღამოები გაიმართება

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება. ღონისძიება არის ფოთში, ზაფხულის სეზონის კულმინაცია.


30 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი რეგიონი, ბენდი ერთი მეოთხედი და ლინდა ადამია.
ასევე, 30 აგვისტოს, 19:00 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება – ზაფხულის თამაშები 2024-ის ტურნირებში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეების დაჯილდოება.


31 აგვისტოს კი პირველად ფოთში გაიმართება გრანდიოზული სპორტული ღონისძება MMA – შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრი. დღის ბოლოს კი გაიმართება: რეპერების ტაჰას და ბანის კონცერტი. ორდღიან ზღვისპირა საღამოს დაასრულებს DJ Leon Twin-ის შოუ.


ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიება იმართება კერძო სექტორის თანასპონსორობითა და ფინანსური მხარდაჭერით. ზაფხულის საღამოების თანასპონსორები არიან: კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი” და ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო. ხოლო, ღონისძიების მხარდამჭერები გახლავთ ლოჯისტიკური კომპანიები: ,,ლოჯისტექსი“, „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი“, „კავტრექს ფოთი“, „ექსპრეს ტრანს შიფმენთი“, „კაისა 2“.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი