STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი დაიღუპა

წალენჯიხაში უბედურ შემთხვევას პოლონელი ტურისტი ემსხვერპლა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ინწრას ხეობაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი ხეობაში, საცალფეხო ბილიკზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც 35 წლის ქალს ბილიკიდან ფეხი აუცურდა და ხრამში გადავარდა. პოლონელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედრის ამოსვენება მალევე მოხერხდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი