„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატი კანდიდატი დავით კოდუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება.
დავით კოდუამ, სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად, კარდაკარ შეხვედრები მოსახლეობასთან ქუთაისის, ფურცელაძისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე გამართა.
როგორც დელეგატი კანდიდატი აღნიშნავს, მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას უფრო დეტალურად მოხდეს უბნებისა და ქუჩების საჭიროებების გაცნობა.
„აქ ჩამოთვლილი ქუჩების მთავარ პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თუმცა ზუგდიდის 70-მდე ქუჩის მოასფალტება ხდება, მათ შორის ამ ქუჩებისაც. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძლებთ სანამ ყველა ქუჩის შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოწყობა არ დასრულდება“-წერს კოდუა.