STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები მთავარი ამბები

დავით კოდუა: „100 წლის წინ ზუგდიდში დახვრეტილი პატრიოტების გმირობები თაობებს გადაეცემა“

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, 1924 წლის 6 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ,   აჯანყების მონაწილეთა დახვრეტას ეხმიანება და თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტს  აქვეყნებს.

„ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წლის 6 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ, აჯანყების მონაწილე 40 ადამიანი დახვრიტეს.

ეს გულანთებული პატრიოტები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე არ დაზოგეს. მათი გმირობები დღესაც ლეგენდებად დადის ჩვენს ქალაქში და  თაობებს გადაეცემა.

დიდება მათ ხსოვნას – მადლობა, რომ ასე გიყვარდათ  საქართველო!

ჩვენი გმირების სახელები არ უნდა დაგვავიწყდეს:

  • ჭიჭიკო კირილეს ძე ჯიქია, 30 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • ჭუჭუ დათას ძე ჩიქოვანი, 33 წლის, ტყაია-ბეჟაშღალის მკვიდრი
  • ბენედიქტე ორისტოს ძე დგებუაძე, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი
  • რაჟდენ ოთოს ძე ყურაშვილი, 30 წლის, სოფელ ხიბულას მკვიდრი
  • სარდიონ ანდროს ძე გრიგოლია, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • ღუღუნ ნიკოლოზის ძე ხვარძიკია,  სოფელ შამგონას მკვიდრი
  • ძიკი ფილიპეს ძე თვალთვაძე, 46 წლის, წალენჯიხის მკვიდრი
  • თეოფინე ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, 23 წლის, სოფელ შამგონას მკვიდრი
  • ვასილ კოსტას ძე კალანდია, 59 წლის, ქალაქ  ზუგდიდის მკვიდრი
  • მაკარ დარასელია, 26 წლის
  • მიხეილ ბიჭოს ძე სიჭინავა, 66 წლის
  • ლეონტი ბებიტოს ძე რაფავა, 26 წლის
  • პროკოფი ალექსის ძე ანთია, 23 წლის
  • ალექსანდრე თეიმურაზის ძე მესხია, 27 წლის
  • ფილიპე ანდროს ძე გრიგოლია, 23 წლის
  • ვალოდია მიხეილის ძე ჩხოლარია, 34 წლის, სოფელ კოკის მკვიდრი
  • დოროთე საბას ძე ცხაკაია, 42 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • ვარლამ როსტომის ძე სიჭინავა, 43 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • ამროსი კუკას ძე სიჭინავა, 28 წლის,  ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • რაჟდენი კოკის ძე დგებუაძე, 39 წლის,  ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი.
  • თადეოზ სტეფანეს ძე ვეკუა, 28 წლის,  ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • კონდრატე მარკოზის ძე შამათავა, 35 წლის,  ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • აკაკი თეიმურაზის ძე ფონია. 33 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • თადეოზ სტეფანეს ძე მატუა. 40 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვირდი
  • თომა ბახვას ძე ხვიტია. 43 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • აკაკი ბესარიონის ძე ანთელავა. 24 წლის,  სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი
  • კონსტანტინე ბახვას ძე ჩხოლარია, 30 წლის, სოფელ კოკის მკვიდრი
  • ვარლამ ევგენის ძე გობეჩია, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • ჯვებე ორზოლია, 50 წლის, სოფელ კოკის მკვიდრი
  • ბადუ იოსების ძე ქავთარაძე, 54 წლის,  ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • ირაკლი შარუს ძე სიჭინავა, 37 წლის, ქალქქ ზუგდიდის მკვიდრი
  • კოზმან როსტომის ძე კოზუა, 31 წლის,  ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი
  • კირილე იოსების ძე მიშველიძე, 45 წლის, სოფელ ჯოღეჯიანის მკვიდრი
  • შალვა ალექსის ძე თოდუა, 22 წლის
  • არსენ მათეს ძე წურწუმია, 30 წლის,
  • გრიგოლ გუჯუს ძე კუკავა, 35 წლის, სოფელ დიდინეძის მკვიდრი,
  • ვარლამ კოსტას ძე მაქაცარია, 28 წლის, სოფ.დიდინეძის მკვიდრი,
  • მელიტონ ტატიევი, 38 წლის, სოფელ ცაიშის მკვიდრი,
  • სოლომონ კერანდუხის ძე ქუთელია, 50 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი,
  • ბექირბეი ეგნატეს ძე კუკავა, 41 წლის, სოფელ კახათის მკვიდრი.”-აღნიშნულია პოსტში. 

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი