STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ხობის მერმა სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ და მსოფლიო პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.

მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის” მკლავჭიდელებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი (მარჯვენა მკლავით), ვიცე-ჩემპიონი (მარცხენა მკლავით) და ბრინჯაოს პრიზიორი (უფროსებში) გახდა საბა დანელია. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი ბუსქანძე (კადეტებში) და მერაბ გვალია (იუნიორებში).უფროსების კატეგორიაში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა დათუნა ჟიშკარიანმა.

იორდანიის დედაქალაქ ამანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 17- წლამდელთა შორის, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების“ მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო ჩაერიცხებათ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი