ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.