დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე იმსჯელებენ. კანონი მათ შორის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები.
ოპოზიცია თემას კვლავ გაურბის, მმართველი გუნდი კი საკითხის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომლისთვისაც ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების“ დაცვის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიღებულია.