STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

EUMM-ის მისიის დამკვირვებლები საოკუპაციო ძალების წარმომადგნელებმა დროებით დააკავეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის დამკვირვებლები, გეგმური პატრულირების დროს სოფელ ხურჩასთას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. მათივე ცნობით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად მალევე გაათავისუფლეს.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს”, – აღნიშნულია EUMM-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, გააქტიურებულია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი