საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური პარტიების შესაძლო გაერთიანებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ეს დღეებია ვადევნებ თვალს ამ სამარცხვინო, შეუმდგარ პოლიტიკურ ქორწინებას, გახარიას და ხაზარაძეს შორის. მიუხედავად ამ უნამუსო ქალის და დამკვეთების აქტიურობისა, მოცემულობა არის ნეგატიური დამკვეთებისათვის.
ეხლა რაც შეეხება გახარიას, ტიპი ჩვენთან იყო, ბიძინამ, ხალხი შვილებს არ უკეთებს იმდენს, რაც ამ გარეწარს ბიძინამ გაუკეთა. დაწყებული ბიზნესომბუდსმენობოდან პრემიერობამდე. გვახსოვს ასევე 20 ივნისი, როდესაც ამ ნაძირალამ, ეხლა უკვე ნათლად ჩანს შეგნებულად, თავის გორის ბაზრობასთან ერთად, თვალები დათხარა ახალგაზრდებს. ყველანი, ერთსულოვნად მაინც ვრეცხავდით ამ გარეწარს და გვერდში ვედექით. ბოლოს გავაპრემიერეთ და ყველგან ამის ქებაში ვიყავით, რაზეც მე ჩემ წილ ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ნახეთ, რა დღეში ჩავარდა ეს მანქურთი? დგას ეხლა და მევახშე ხაზარაძეს ეხვეწება, იმან რომ რამედ ჩათვალოს საერთოდ. ესეა გარეწარო გახარია, კაცებს რომ არ და ვერ დააფასებ, მერე მევახშის კარზე მოგიწევს უთავმოყვაროდ ხვეწნა და მუდარა. თუმცა, ფერმის ღორს უფრო მეტი თავმოყვარეობა აქვს, ვიდრე შენ და შენისთანებს….“ -წერს გიორგი გამსახურდია.
