,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ყველა ზუგდიდელისთვის ცნობილ ვალერი ბარაბაშზე, მეტსახელად ბამბარბიაზე წერს რომ ის აუცილებლად უნდა გახდეს საპატიო ზუგდიდელი. დავით კოდუა, მომავალ წელს ვალერი ბარაბაშისთვის ზუგდიდის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის.
,,ვალერი ბარაბაში, ზუგდიდელებისთვის ცნობილი და უსაყვარელი ბამბარბია. კაცი, რომელიც 40 წელზე მეტია ემსახურება ზუგდიდის დასუფთავებას, მადლობა მას გაწეული შრომისთვის – ბამბარბიას უნდა დაუფასდეს შრომა, ხალხის სიყვარული და ჩემი სურვილია ის გახდეს ზუგდიდის საპატიო მოქალაქე! მომავალ წელს მე ვიქნები, მისი ერთ-ერთი წარმდგენი ამ ტიტულის მოსაპოვებლად, შესაბამისი კომისიიის წინაშე!
ბამბარბია გერგუდუ”- წერს კოდუა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვალერი ბარაბაშთან ერტად გამოქვეყნებულ ფოტოს აქვეყნებს.