STV
ამბები სამეგრელოდან არჩევნები 2024 ახალი ამბები დღის ამბები პოლიტიკა

ილია ინჯიამ წალენჯიხაში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნების” მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და აბაშის დელეგატობის კანდიდატი ილია ინჯია მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს. ილია ინჯია, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მუჟავასა და ფოცხო-ეწერში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება”, რომელმაც ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სტაბილური განვითარება.

თავის მხრივ, დელეგატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

„განვაგრძობ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ფოცხო-ეწერში ვართ დევნილთა დასახლებაში, რომლებსაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ დაგროვებული. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, სკოლა, საბავშვო ბაღი. გაზიფიცირება სრულად დასრულებულია, თუმცა რჩება გამოწვევები, რომლებიც მოსაგვარებელია და დასამთავრებელი. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიარეთ ამ არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობამ კარგად იცის თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, იმისთვის რომ გაგრძელდეს მშენებლობის ტემპი. განსაკუთრებით მშვიდობის პოლიტიკა არის უმნიშვნელივანესი, რაზეც არის დაყრდნობილი ყველა ის პროექტი, რომელიც საზოგადოებას გაუიოლებს ყოფას. ჩვენი ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის. ამ მშვიდობამ მოგვიტანა ისტორიული როლი ვიყოთ სატრანზიტო ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის”,- განაცხადა დელეგატობის კანდიდატმა.

ილია ინჯია შეხვედრაზე მმართველი გუნდის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი