STV
არჩევნები არჩევნები 2024 ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

გიგა ფარულავამ კანონის შესაბამისად ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 28 სექტემბრამდე უნდა დატოვოს

პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. „გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიაში მეცამეტე ნომრად წარდგენილია ზუგდიდის საკრებულოსმ მოქმედი თავმჯდომარე გიგა ფარულავა, რომელსაც სიიის ცესკოში წარდგენის შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუწევს.

კანონის შესაბამისად ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. მათ ამისთვის ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

ფარულავასთან ერთად ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მალხაზ თორიაცაა წარდგენილი, თორია სიაში 24 ადგილს იკავებს. მალხაზ თორიას გიგა ფარულავასგან განსხვავებით თანამდებობის დატოვება არ მოუწევს, მას საარცევნო პერიოდში საკრებულოში დაკავებული საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერდება.

არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: – პრეზიდენტი, მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.

„გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია შემდეგი შემადგენლობით:

  1. გიორგი გახარია;
  2. ნათია მეზვრიშვილი;
  3. დიმიტრი ცქიტიშვილი;
  4. კახაბერ ქემოკლიძე;
  5. ზვიად ძიძიგური;
  6. ზაზა თავაძე;
  7. ანა ბუჩუკური;
  8. ბერდია სიჭინავა;
  9. როინ ქოჩორაშვილი;
  10. ბექა ლილუაშვილი;
  11. თეონა აქუბარდია;
  12. ლევან გოგიჩაიშვილი;
  13. გიგა ფარულავა;
  14. გელა აბულაძე;
  15. შალვა კერესელიძე;
  16. თამარ ხვედელიანი;
  17. ელგუჯა ხოკრიშვილი;
  18. ვიკა ფილფანი;
  19. კახა ნურალიძე;
  20. სოფო ხორგუანი;
  21. ჯემალ ანანიძე;
  22. რუსუდან თევზაძე;
  23. ქეთევან ბაკარაძე;
  24. მალხაზ თორია;
  25. ვატო ფაჩულია;
  26. ერეკლე დუმბაძე;
  27. სალომე კობალაძე;
  28. გოჩა ტყეშელაშვილი;
  29. აკაკი გვიანიძე;

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი