თენგიზ ჯგუშიამ გვარამია-მელიას ერთობა დატოვა, ის ,,კოალიცია ცვლილებისთვის” სამეგრელოს რეგიონალურ ოფისს ხელმძღვანელობდა. როგორც STV.ge-ს პარტია ,,ახალი”-დან წყარომ აცნობა მიზეზი საპარლამენტო სია გახდა, თენგიზ ჯგუშია შვილის გიორგი ჯგუშიას სიის ოცეულში მოხვედრას ითხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპოზიციური კოალიციის დატოვებით იმუქრებოდა.
თენგიზ ჯგუშიამ გადაწყვეტილება ვიდეომიმართვის დროს გააჟღერა, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოზიციები გახდა მეგრული ენის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ჯგუშია თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს ის ნიკა გავრამიასა და ნიკა მელიასგან კონკრეტულ
ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს ითხოვდა.
ჩვენი წყარო პარტია „ახალიდან“ ასევე გვიყვება რომ ჯგუშიას კოალიციაში მისვლის წინააღმდეი იყო გუნდის ნაწილი. ჯგუშიას კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ახალის თავმჯდომარე მაია კალანდია და მისი გუნდის წევრები.
,,ჯგუშია ითხოვდა შვილის სიაში ჩასმას, ეს პირობა ჰქონდა ხელმძღავნელობისგან, თუმცა უნდოდა გამსვლელ სიაში ყოფნა, როგორც კი გაიგო, რომ მისთვის ხელსაყრელ პირობებში არაა გააკეთა განცხადება და კოალიცია დატოვა. ეს გააკეთა სიის წარდგენის წინა დღეს, რასთანაცაა ყოველივე კავშირში ცხადია. ჯგუშია პარტიაში არავის მოსწონდა, მაგრამ ის ლიდერებს აჯერებდა, რომ მეგრული ენის დაცვის მიმართულებიგ ბევრი იმუშავა და ხმებს მოიტანდა. მამაც და შვილიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში, მაგრამ ჰქონდათ დიდი ამბიციები” – აცხადებს stv-ს წყარო ,,ახალიდან”. მისივე განმარტებით, შვილის სიაში შეყვანის მიზნით თენგიზ ჯგუშია პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრ კობა ნაყოფიასთან, რომელიც ჯგუშიას შვილის ნათლია.
თენგიზ ჯგუშია ,,მოქალაქეთა კავშირისა” და ასლან აბაშიძის ,,აღორძინების” ყოფილი წევრია. ის მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ბოლო პერიოდში ჯგუშია საზოგადოებრივ მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმა”-ში მოღვაწეობს.
ამავე თემაზე: