„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრებზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს:
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნინო წილოსანთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შევხვდით.
ეს დღე ტკივილით სავსეა თითოეული ჩვენგანისთვის, ამ ადამიანებმა სოხუმის დაცემის შემდეგ ურთულესი გზა გამოიარეს, საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. ვისაუბრეთ არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებზე, ქალთა გაძლიერებაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.”
როგორც დავით კოდუა აღნიშნავს, ,,ქართული ოცნების” პირობებში, დევნილთა განსახლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
„დევნილთა განსახლების მიმართულებით ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელდა, ზუგდიდში ავაშენეთ ახალი კორპუსები ბარამიას და თაბუკაშვილის ქუჩებზე. ამჟამად 1700 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვახდენთ ჯანაშიას ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში.
წარმატებით მიმდინარეობს „სოფლად სახლის“ პროგრამა, რომლითაც ათასობით დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. თუმცა უმთავრესი აფხაზეთია, სადაც დაბრუნება თითოეული აქ მყოფი ადამიანის მთავარი მიზანია – ჩვენ აუცილებლად მშვიდობით დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!” – აცხადებს კოდუა.
დევნილი ქალებთან შეხვედრის შემდეგ, მმართველი პარტიის დელეგატობის კანდიდატმა, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს:
როგორც დავით კოდუა აღნიშნავს, ახალგაზრდები იქნებიან ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალი.
„დღეს ჩვენი ქალაქის აქტიურ ახალგაზრდებს შევხვდით, ადამიანებს, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ზუგდიდის და ქვეყნის მომავალი. ჩემი მიზანია ახალგაზრდებთან ერთად ვაკეთო საქმე, ეს ადამიანები იქნებიან ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი.
ჩვენ საქართველოს სიყვარული, მისი კეთილდღეობა, მშვიდობიანი განვითარება და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი გვაერთიანებს. ჩვენ ეს განაცხადი შევიტანეთ კონსტიტუციაში, ჩვენ ეს განაცხადი დავიტანეთ „ქართული ოცნების“ ახალ ლოგოზე და ჩვენ ამ გზას, ახალაზრდებთან ერთად ბოლომდე გამარჯვებით გავივლით!” – განაცხადა ქართული ოცნების ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა.
ნინო წილოსანის თქმით, ზუგდიდში გამარჯვების დიდი მუხტი იგრძნობა, ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს აფასებს:
„გამარჯვების უზომოდ დიდი მუხტია ზუგდიდში, ბევრი შეხვედრა გვქონდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებთან და დევნილ ქალებთან შეხვედრა. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ზუსტად აქედან დანახული, ამ ადამიანების დანახული საქართველო არის ჩვენთვის დაკვეთა, ეს არის საქართველო, რომელიც ვითარდება მშვიდობით და რომელიც ღირსებით შედის ევროკავშირში, თუ ყველა იმ მნიშვნელოვან გაერთიანებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. კეთილდღეობით, ღირსებით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით ევროპაში, ეს არის დავალება, რომელიც მიგვაქ ზუგდიდიდან და რომლითაც უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება” – აღნიშნავს ნინო წილოსანი.