მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები – ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, – ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.
დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.