STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სენაკის მერმა კვების ცენტრის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცა

პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში, ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცეს.

„ვულოცავთ ყველა მხცოვანი ასაკის მოქალაქეს, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიბრძნით და სიყვარულით მდიდარ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა, სითბო და თანადგომა სჭირდებათ. ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საჭირო სერვისებით მათი უზრუნველყოფა, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“ – აღნიშნეს შეხვედრისას სენაკის მერმა და მერის მოადგილემ.

1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მას საქართველო 2006 წლიდან  შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი