მარტვილში, მანქანა ორსულ ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ სალხინოში, იმ დროს მოხდა, როცა ქალი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. სასწრაფო დამხარების ბრიგადამ, მძიმედ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.