STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

ია კერძაიას შვილი მაია კალანდიას: ან გამოაჩინეთ მითიური ინფორმატორი, ან ამაზრზენი ტყუილის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეთ

2018 წელს გარდაცვლილი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერძაიას შვილი ბაჩანა შენგელია პარტია „ახალის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერ მაია კალანდიას უპირისპირდება და დედამისის სახელის გამოყენებას უკრძალავს.

„ძალიან არ მინდოდა წინასაარჩევნოდ, თუმცა ამას როგორც ჩანს თქვენ მაია კალანდია ვერ აცნობიერებთ, როდესაც ასეთ უტიფარ ტყუილს აბრალებთ ადამიანს და მე-6 საჯარო სკოლას უწევთ დისკრედიტაციას. ეს ალბათ ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია გგონიათ.


გაითვალისწინეთ, რომ ია კერზაიას სახელს სანამ ახსენებთ (კომენტარებში გიხსენებიათ) , პირი კარგად გამოირეცხეთ, მაგრამ ჯობს საერთოდ არასდროს აღარ ახსენოთ. თქვენ ამ ადამიანის ხსენების მორალური უფლება დაკარგეთ 2022 წლის 14 თებერვალს, როდესაც გახარიას პარტიას კოალიცია შეუკარით. საკრებულოს სხდომამდე, თქვენს კოლეგებთან ერთად ძალიან გთხოვეთ არ ჩაგედინათ ეს ამორალური საქციელი და ზუგდიდში არ დაგესვათ საკრებულოს თავმჯდომარედ იას წინააღმდეგ სპეცოპერაციის მთავარი შემოქმედის თანაპარტიელი. ამაზე 20 ადამიანის თანდასწრებით მიპასუხეთ, ,,ახლა ეს ისეთი მნიშვნელოვანია, გახარიას დედაჩემიც რომ მოეკლა, მაინც მივცემდი ხმასო”. ზუსტად ასე მიპასუხეთ, პავლიკ მოროზოვივით.

სინამდვილეში ,,მნიშვნელოვანი” აღმოჩნდა ხმის მიმცემი პირების თანამდებობები და ხელფასები, აბა რიგითი ზუგდიდელისთვის ამ კოლაბორაციით რომ არაფერი შეცვლილა, ამას ალბათ ყველა ვხედავთ.


ახლა ან გამოაჩინეთ ის მითიური ინფორმატორი, ან ამ ამაზრზენი ტყუილის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეთ“ – წერს ბაჩანა შენგელია. მანამდე კი მაია კალანდიამ დაწერა, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის მოქმედმა დირექტორმა, ნატო ჩხეიძემ – „დღეს, მასწავლებლების, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და მოსწავლეებისთვის ჩაატარა კრება, მოუწოდა ხმა მისცენ ქართულ ოცნებას და მოსწავლეებს უთხრა, მოიტანონ მშობლების პირადობები და ტელეფონის ნომრები)) 26 ოქტომბრის შემდგომ, საქართველოში არ აპირებს ცხოვრებას ეს ადამიანი?!“ – დაწერა მაია კალანდიამ, მას კი პასუხი ზემოთ ხსენებული წერილით ია კერძაიას შვილმა გასცა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი