STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

მესტიაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს

მალე მესტიაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ,,ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, საჰაერო და მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამუშაოები ჩატარდება დაბა მესტიიდან ლახამულას ტერიტორიულ ერთეულამდე, დარჩენილი მონაკვეთი კი მომავალი წლის 25 სექტემბრამდე დასრულდება.

მთელ საქაეთველოში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ჯამში 14 995 434 ლარი დაიხარჯება.
პროექტი კი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი