თბილისის სპორტის სასახლეში, ორი ორგანიზაციის „აი ეფ სის“ და „მაქს ფაითის“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 13 ბრძოლიდან 12 MMA-ის ხოლო ერთი კიგ ბოქსინგის წესებით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქართველოში სპორტსმენები ათი ქვეყნიდან გამოდიოდნენ. კიკ ბოქსინგში, საჩემპიონო ქამარს დავით ქირია დაეუფლა, რომელმაც პორტუგალიელი მეტოქე დაამარცხა. ქირიამ საქართველოში 15-წლიანი პაუზის შემდეგ იჩხუბა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე 12-მა ქართველმა იბრძოლა და მათგან 11-მა გამარჯვება მოიპოვა.
