STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი დატალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი დატალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.

მიმდინარეობს:

• კონკრეტული კვლევითი სამუშაოები, მათ შორის გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები;

ტერიტორიაზე ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა;

• გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;

• კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა);

• სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;

• მოეწყო ე.წ. ,,X-block”-ის წარმოების პოლიგონი;

• დასრულებულია დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები, სადაც აქტიურად იმუშავებენ კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების თანმშრომლები/ინჟინრები. ასევე გათვალისწინებულია სამუშაო სივრცეები შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ თანამშრომლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშო რისოტენდერში მსხვილი ევროპული კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) შეირჩა, რომელმაც წინადადება წარმოადგინა კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს სახით.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი