STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები კულტურა მთავარი ამბები

აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებების – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ – ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო  საახალწლო სოფელი, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

აინთო ქალაქის ნაძვის ხე. გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირების მსვლელობა.

საღამო გალა კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

გალა კონცერტში მონაწილეობდნენ: ნათია დევდარიანი, მირზა მოდებაძე, სოფო პაპუაშვილი, თიკა ჯამბურია, ირინა ბაირამაშვილი, ზუკა ხუციშვილი.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პარლამენტის წევრი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი, ილია ინჯია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი