STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებელი ბადრ გუნბა დღეს სოფელ საბერიოში ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ბადრა გუნბამ დაღუპული ბავშვების ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ამ საშინელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ჩხოლარიების ოჯახისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ მათ თანავუგრძნობთ. სულის სიმტკიცეს ვუსურვებთ გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და მეგობრებს“, – განაცხადა გუნბამ.

ბადრა გუნბამ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საშინელ უბედურებაში მყოფ ოჯახს ხელი შეუწყოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ საბერიოში 5 მცირეწლოვანი ცეცხლმოდებულ სახლში დაიწვა, მათთან ერთად ბებია იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლს თავი დააღწია. ბავშვების მშობლები შემთხვევის დროს ზუგდიდში იმუოფებოდნენ, დედა საავადმყოფოშო იწვა, მამა კი მეუღლის მოსანახულებლად ზუგდიდში ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი