„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა. როგორც ფაბრიციო რომანო ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ყველა დეტალი გაირკვა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი 70 მილიონ ევროზე მეტი იქნება და კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის სახით წელიწადში ცხრა მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ორი მილიონი ბონუსად დაემატება. კვარას ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება.
