STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ვინ გაიფიცა სამეგრელოში

დღეს 15:00 საათიდან, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვა მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში იმართება. საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ სამეგრელოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიების, სოციალური საწარმოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.

აღნშნულ ორგანიზაცეიბში გაფიცვა 3 საათი გაგრძელდება. პროტესტის მოთხოვნებია: დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.

ამ დროის მონაცემებით, გაფიცვას, სამეგრელოს მასშტაბით შეუერთდნენ: ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”, ასოციაცია ,,მერკური”, სოციალური საწარმო “მეგობარი” , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, ასოციაცია „ათინათი“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნეოგენი’’ , ხის სახელოსნო „ციცისგან“, სათამაშოების მაღაზია ,,ბაბილინა” , საოჯახო სასტუმრო Green House hotel, ასოციაცია ,,ხელები მშვიდობისთვის”, საოჯახო ბიზნესი ,,ამიდას აჯიკა” , ბოსტნეულის ცუკატებისა და ჩირების საწარმო ,,კოპეშონი” და ასოციაცია ,,ქსენონი”. ასევე გაიფიცა ზუგდიდის საკრებულოს ათამდე თანამშრომელი, საკრებულოში გაფიცული პირები პარტია „გახარია საქართველოსთვი“ს წევრები და მხარდამჭერები არიან.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი