STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ტრამპმა არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა პირველად, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა.

ამის დამადასტურებლად პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ზურაბიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ის რუსულ ჩარევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულება რუსეთის მიერ მათ არჩევნებში ჩარევის შესახებ.

„რამდენი ირონიაა იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელებს ითბობს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. შეხედეთ, როგორ ავრცელებს ის შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ ტრამპმა მის პირველ არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“. შენიშვნა: ახლა ის ანალოგიურ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ ავითარებს“.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი