ფოთს განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება!
ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთანდაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმაბექა ვაჭარაძემ და კონკურსში გამარჯვებულიკომპანიის, ამხანაგობა „სითი სტუდია 9“-ისხელმძღვანელმა მამუკა ჩხაიძემ მოაწერეს.
პროექტზე იმუშავებს არქიტექტურული კომპანიებისჯგუფი, რომელსაც ქალაქგეგმარების მიმართულებითდიდი გამოცდილება აქვს. პროცესში ჩართულებიიქნებიან ასევე უცხოელი ურბანისტთა ჯგუფი.
ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურსშიგამარჯვებული კომპანია ერთი წლის განმავლობაშიუზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რაცმოიცავს ფოთის გენერალური და განაშენიანებისგეგმის, ასევე მალთაყვის უბნის განაშენიანებისრეგულირების გეგმის რევიზიასა და განახლებას.
ქალაქის გენგეგმის შემუშავება ოთხ ეტაპადწარიმართება და მოიცავს:მოსამზადებელ კვლევებსადა საბაზისო ინფორმაციის ანალიზს; განვითარებისხედვას, სტრატეგიასა და სიცოცხლისუნარიანობისშეფასებას;ქალაქთმშენებლობითი გეგმებისკონცეფციას, გენერალური და განაშენიანების გეგმას, მალთაყვის უბნის განაშენიანების დეტალურ გეგმას.
ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი ფოთსმისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიზარდოსქალაქის დაინტერესება როგორც ტურისტული, ასევესაინვესტიციო პოტენციალის მიმართულებით.
