ქალაქ ხობში ნოდარ შენგელიას სახელობის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია და ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა.
მინი სტადიონების რეაბილიტაცია მოქალაქეთა ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მიმდინარე წელს მერია ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
