STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ენერგო-პრო ჯორჯია მარტვილში 110 კილოვატიან ხაზს აშენებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით  სს“ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ 110 კილოვოლტიან ხაზს „მარტვილს“ აშენებს, რომელიც რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ძირითადი საშუალება იქნება. სამშენებლო სამუშაოები 2024  წლის გაზაფხულიდან დაიწყო და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მაღალი ძაბვის ქვედაგურ “მარტვილში“ არსებულ ელექტრო-გამანაწილებელ მოწყობილობებს. აშენდა 18,2 კმ სიგრძის ხაზი, რისთვისაც ენერგოკომპანიამ 93 ცალი მ/ძ ლითონის ანძა დაამონტაჟა. 

ამ მასშტაბური პროექტის დასრულებისთვის დარჩენილია 1  ანძისა და დაახლოებით 400 მეტრის სადენის სამონტაჟო სამუშოები, რაც მოსახლეობის მცირე ნაწილის   წინააღმდეგობის გამო შეჩერებულია. 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „მარტვილის“ პროექტი ენერგოკომპანიას საშუალებას მისცემს სრულად უზრუნველყოს მარტვილის მუნიციპალიტეტის სტაბილური ელექტრომომარაგება. ასევე, აღნიშნული ხაზი ალტერნატიული წყარო იქნება აბაშისა და სენაკის მოსახლებისთვის დენის მისაწოდებლად. 

ამჟამად,  მარტვილის, აბაშის და  სენაკის მუნიცპალიტეტის აბონენტებს ელექტროენერგია მიეოწოდებათ ქვესადგური „მენჯიდან“, რომლის სარეაბილიტაციაო, თუ ავარიული გამორთვების შემთხვევში, ელექტრომამარაგება დროებით ეზღუდებათ ზემოთ აღნიშნული მუნიცპალიტეტებს. მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესაც განხორციელდა ქ/ს მენჯში, რის გამოც ხსენებულ მუნიციპალიტეტის აბონენტებს რამოდენიმე საათის შეუწყდათ ელექტრომარაგება.

მოცემულ შემთხვევაში რომ არ ყოფილიყო ზემოთხსენებული ხელშემშლელი გარემოებები მშენებარე ხაზის სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეისათვის ექსპლუატაციაში იქნებოდა ხაზი და სამ მუნიციპალიტეტს არ შეუწყდებოდა ელექტრომომარაგება. ასევე, თუ აღნიშნული პრობლემა არ გადაიჭრება და ხაზის მშენებლობა ვერ დასრულდება, ზაფხულის თვეებში, დამატებით შეიქმნება  პრობლება მომხმარებლებისათვის  ძაბვის ნორმალური პარამეტრებით მიწოდებაზე.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი