STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ინფორმაციას საფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„როგორც ღმერთია მაარსებელი – სიყვარულის, მიტევების, ურთიერთპატივისცემის, ისევე ხელოვნება, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო – ნდობის, სიყვარულის, ერთიანობის, ყველაზე სწორი გზა მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.

ველოდებით უკუკავშირს აფხაზეთიდან, ჩვენი აფხაზი მხატვრების მხრიდან და მჯერა, რომ ჩვენი ხელოვანების ეს კეთილი ნაბიჯი იქნება ხელშესახები“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

საქველმოქმედო გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებით კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მუზეუმისთვის, რომლის შენობაც გასულ წელს დაიწვა, ფონდის შევსებისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეთავაზება, გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი