STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

სენაკში რუხი ყანჩების ბუდობის ადგილას ბინოკლი განთავსდა [ფოტო]

ტურიზმისგანვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ურთერთთანამშრომლობით, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციაზე – მდინარე ტეხურის ხეობაში, რუხი ყანჩების (Ardea cinerea) ბუდობის ადგილზე, ბინოკლი განთავსდა.

ბინოკლით, რომელიც 20-ჯერ აახლოვებს ობიექტს, ნებისმიერი ამინდის პირობებში შესაძლებელია სარგებლობა.

დაკვირვების ობიექტები – რუხი ყანჩები (Ardea Cinarea), ადრეულ გაზაფხულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპიდან და აფრიკის სანაპიროებიდან მოფრინავენ დედამოკას ხეობაში და გვიან შემოდგომამდე რჩებიან აქ. ისინი დასაბუდებლად ყოველწლიურად ერთსა და იმავე ხეებს ირჩევენ, ხეობის ცენტრში, ქარისგან მაქსიმალურად დაცულ ადგილას და ემზადებიან სიცოცხლის ციკლის შეუჩერებელ ფერხულში ჩასაბმელად.

დღეიდან, ნებისმიერ მსურველს და განსაკუთრებით, ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს, საშუალება მიეცემათ, დააკვირდნენ იშვიათი სახეობის ფრინველებს.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ბინოკლი ასევე განთავსდა ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე – ,,ასსაფეხურიან კიბესთან”, საიდანაც სენაკის თვალისმომჭრელი ხედები იშლება.

ბინოკლი 12-ჯერ აახლოვებს ობიექტს და გამოიყენება ნებისმიერი ამინდის პირობებში.

ორივე ლოკაციაზე, ბინოკლით სარგებლობა სრულიად უფასოა.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი