STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები კულტურა მთავარი ამბები

ზუგდიდში წიგნის „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში“ პრეზენტაცია გაიმართა

1921 წლის 9 მარტი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ ზუგდიდის ოკუპაციის დღეა. დადიანების ნიკოსეულ სასახლეში 1924 წლის აჯანყებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი, ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნში, ისტორიის დოქტორ ლევან ჯიქიას მიერ დეტალურად არის აღწერილი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენები – აჯანყების მომზადების წინაპირობები, უშუალოდ, საომარი მოქმედებები და აჯანყების დამარცხების მიზეზები. ცალკე თავში აღწერილია რეპრესიული პოლიტიკა. წიგნში, პირველად ქვეყნდება საარქივო მასალები, რომელსაც სიახლეები შემოაქვთ ქართულ ისტორიოგრაფიაში.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრები, 1924 წლის აჯანყებულთა შთამომავლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდა.

გამომსვლელებს შორის იყვნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც აჯანყებულ შთამომავალთა ცნობები გააცოცხლეს.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი