STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობს – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, მანამდე კი პოლიტიკური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს მასში მონაწილეობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, რომელსაც როგორც „მარიონეტები“ გარედან იღებენ. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოოდ ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს.

„პროცესი სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები, ნაწილი ჩამოვიდა და ალბათ, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავ მათ განცხადებებს, როგორ უნდათ გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციებია და მისი შესრულება. არჩევნებსაც რაც შეეხება, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, მე ამასწინათ ვთქვი, რომ საბოლოოდ, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს, დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს თანამონაწილეობს იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას ცესკო-ს იმ შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია და მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი