STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს – ბოკუჩავა

თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს, ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას ეკუთვნის, მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადებები მისი პარტიის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს. ბოკუჩავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს მანამ, სანამ მისი თქმით „სამართლიანი თამაშის წესები არ დაწესდება“.

„მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა შეიცვალოს, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ამას ითვალისწინებს სწორედ არჩევნები. იმედი მაქვს, ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, პარტიაში ამ თემასთან დაკავშირებით ყველა ერთიანია.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი