STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ასევე დაემატა ელიტური კორუფციის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენი სასამართლომ დღეს გამოაცხადა. მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი