STV
ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

ქართული დაფნის ექსპორტი 94 პროცენტით გაიზარდა

2024 წელს საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტი მნიშვნელოვნად, 94%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. როგორც უწყების აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზში ვკითხულობთ, საექსპორტო ფასი 2023 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 3.98 $/კგ შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, წლიურად 16.6 მლნ დოლარით გაზრდის შემდეგ, გასულ წელს დაფნის ფოთლის ექსპორტმა 34.4 მლნ დოლარი (8.6 ათასი ტონა) შეადგინა.

პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (80%) და რუსეთი (14%).

სამინისტროს დათვლით, ჩინეთში გასულ წელს 28.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი გავიდა, რაც წლიურად 18.5 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი