STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მარტვილში (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და მარტვილის მუნიციპელიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე პროექტ „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ საკითხები განიხილეს. პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება.

პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით.

პროექტის ბენეფიციარები არიან შერჩეული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, ასევე შერჩეული მუნიციპალიტეტების სოფლის თემები, მათ შორის სოფლად მცხოვრები ოჯახები, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, მწარმოებელთა ჯგუფები, სექტორული ასოციაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ქალები.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი