STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

თეა წულუკიანი: სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

თეა წულუკიანის თქმით, ლედი აფრასიძე არის სააკაშვილის განაჩენიც და სასჯელიც, რადგანაც ეს ბავშვები გადარჩნენ, აგრძელებენ სიცოცხლეს და ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.

„სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და გიორგი აფრასიძე ცოცხალია, ჯანმრთელია. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებ სიცოცხლეს გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად და ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა. დიდი მადლობა თქვენ, ნუ გაბოროტდებით, ვიდგეთ ისევ სამართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე. მე მიხარია, რომ თქვენ ბოროტება გულშიც კი არ გაგივლიათ თქვენი ბებიის, დედის, მამის, ოჯახის დამსახურებაა და რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცდებით იმას, რომ სამართალმა იზეიმოს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი