STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მარტვილში ფესტივალი “თეატრალური მარტვილი” დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების  ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა, 10-11 აპრილს,  საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა.

სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით მონაწილეობდნენ.

10 აპრილს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს,  თამაკონის, ლეცავეს და №1  საჯარო სკოლები.     

11 აპრილს კულტურის სახლის სცენა დაეთმო მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის, ლედგებეს და № 2 საჯარო სკოლების თეატრალურ დასებს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ  გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. 

სასკოლო თეატრალური ფესტივალის იდეის ავტორები არიან მურმან წოწორია – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია,  გიორგი წივწივაძე – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; გოჩა სხულუხია – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ზურაბ ჯამბურია – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მმართველი.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი