STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. 

შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა, სადაც კანოე კაიაკში 5 ოქროს მედალი, 6 ვერცხლის მედალი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო  აკადემიური ნიჩბოსნობაში 2 ოქროს  და 1 ბრინჯაოს მედალი. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

„ვულოცავ ფოთელ სპორტსმენებს და ასევე, ყველა საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეს წარმატებით ასპარეზობას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წყლის სპორტის სახეობების სათანადოდ წარმოჩენა და განვითარება ჩვენს ქალაქში, შესაბამისად ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“ -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი