STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები მთავარი ამბები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ჩხოროწყუში

დღეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებული წრეებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. 

ღონისძიებაზე ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი