STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სენაკში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებულ გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე, სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მოიცავს პირველი და მეორე სართულების, სველი წერტილების, საკონფერენციო დარბაზისა და სასწავლო ოთახების სრულ რეაბილიტაციას.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და ღირებულება 391 599 ლარს შეადგენს.

რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2024 წელს, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი.

დავით ვერავა ასევე გაეცნო დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებში ჩატარდა: სცენის დემონტაჟი და ახლით შეიცვალა, მოეწყო სასცენო განათების ახალი სისტემა, რეაბილიტირდა შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულები, სხვადასხვა სივრცეები, მოეწყო ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ახლით შეიცვალა საკონცერტო დარბაზის სკამები.

პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ასევე ჩატარდა შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 36 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 400-მდე ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი